6 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში, თბილისის 26-ე კინოფესტივალის არასაზეიმო დახურვა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის ჟიური და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა სია:
ევროკავშირის ეგიდით დაწესებული პრიზი “ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ასახვისთვის კინოში” – დოკუმენტური ფილმი: “არავინ არ ჩანს” – რეჟ. კოტე კალანდაძე / “ქალაქის ხმაური” – რეჟ. პაპუნა მოსიძე
ქართული პანორამის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები:
ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის: “შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა” – რეჟ. თიკუ კობიაშვილი
სპეციალური აღნიშვნა: “რას ჩურჩულებს ტალახი” – დეა ჭოლოკავა
ოქროს პრომეთე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის: “9 თვიანი კონტრაქტი” – რეჟ. ქეთევან ვაშაგაშვილი
სპეციალური აღნიშვნა: “ქართლის ცხოვრება” – რეჟ. თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი.
ოქროს პრომეთე საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – “თემო რე” – რეჟ. ანკა გუჯაბიძე
სპეციალური აღნიშვნა: “ქალაქის ხმაური” – რეჟ. პაპუნა მოსიძე
ოქროს პრომეთე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის: “ხმელი ფოთოლი” – რეჟ. ალექსანდრე კობერიძე
სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში: ნინი იაშვილი.
tabula.ge




