თბილისის 2025 წლის მოწვევის საკრებულო შეიკრიბა

საკრებულოში 45 დეპუტატი „ქართული ოცნებიდანაა“, დანარჩენი ხუთი კი – სამი ოპოზიციური პარტიიდან.
საკრებულოში წარმომადგენლები ეყოლება:
#3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) – 1 მანდატი;
#9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 2 მანდატი;
#36 – „გირჩი“ – 2 მანდატი;
#41 – „ქართული ოცნება“ – 45 მანდატი.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ აბაშიძე, რომელიც წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. მისი მოადგილეები იქნებიან ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი.
საქართველოში თვითმმართველობის 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა არ მიუღია ორ დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიციას ცვლილებისთვის“. მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 64-ვე ოლქში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”