თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში 918 მლნ გადასახადებიდან შევა

დედაქალაქის საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პროექტები თბილისის ვიცე-მერმა მ წარუდგინა.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს.
„მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე – 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე – 20 მლნ ლარი. დღგ დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით და გრანტები – 500 მლნ ლარის ოდენობით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი.
„მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან – 9 მლნ ლარი, პროცენტები – 3 მლნ ლარი, იჯარა – 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია – 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან – 18 მლნ ლარი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილი გვაქვს 70 მლნ ლარი; დასუფთავების შემოსავალი – 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით“, – განაცხადა ვიცე-მერმა.