თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 130 მილიონით იზრდება

2023 წელთან შედარებით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 130 მილიონით იზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მ 13 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354 000 ლარს, მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური, სპეციალური ტრანსფერი – 500 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 000 000 ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 31%-ია. სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 632 000 ლარის გამოყოფა”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე აღნიშნავს, რომ დამტკიცებულ პროექტში მოყვანილ რიცხვებთან შედარებით, ბიუჯეტი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას მერია მოგვიანებით გაავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ