თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 68 მილიონი ლარით იზრდება – დოკუმენტი უკვე საკრებულოშია

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარამდე განისაზღვრა, რაც, 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 68 მილიონი ლარით მეტია. დოკუმენტი საკრებულოში უკვე წარდგენილია.
პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ახალი ბიუჯეტით, გათვალისწინებულია ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ასევე – ახალი ავტობაზის მშენებლობა და მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია.
ახალი ბიუჯეტის მიხედვით, გაწერილია დედაქალაქის მასშტაბით ახალი პროექტების განხორციელება. საკრებულომ დედაქალაქის წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაცობაზე არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ნაც-პროპაგანდისტებმა დღევანდელი დღეც წააგეს, წააგეს არამარტო დღევანდელ ხელისუფლებასთან, არამედ სიმართლესთან და ფაქტებთან