თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 700 912 000 ლარით განისაზღვრა – დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე განიხილეს საკრებულოში

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით იზრდება და ის მილიარდ 700 მილიონი ლარი იქნება.
დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე განიხილეს საკრებულოში. რეგლამენტის მიხედვით, დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ისევ მერიას გადაეგზავნა და, რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ის დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე, კვლავ საკრებულოს დაუბრუნდება.
ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტები სოციალური პროგრამების დაფინანსებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სატრანსპორტო რეფორმას ითვალისწინებს.
“დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროექტს წარვადგენთ. ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია საკრებულოში და მოგვიწევს დაკორექტირდება. ამ განცხადებას წინასწარ ვაკეთებ, რომ შემდეგ ეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ, იმიტომ, რომ ხშირად სჩვევიათ, ყოველი წლის ბოლოს მიწევს ამ განცხადების გაკეთება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო, ასევე ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებასა და მთავრობას. ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა დამატებითი თანხების წამოღების მუნიციპალიტეტისთვის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ თბილისის მოსახლეობას 2024 წლისთვის.
ასე რომ, აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა, საბოლოო არ არის და ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა

პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო – ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც

სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და [გახარიას] უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზეც მან აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ