თბილისის 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისათვის დასასრულს უახლოვდება დემონტაჟის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში დაიწყება გარე ფასადის მოპირკეთება.
“1400-ზე მეტი მოსწავლისთვის, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით; შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები.
სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 5 249 548.98 ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ