თბილისის ჯანდაცვის ინდექსის კოეფიციენტი 55.7-ია – რომელ ადგილზე ქალაქი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით?

თბილისის ჯანდაცვის ინდექსის კოეფიციენტი 55.7-ია, რაც მსოფლიოში 276-ე, ხოლო ევროპაში, 116 ქალაქს შორის, 98-ე მაჩვენებელია. Numbeo-ს რეიტინგში, მსოფლიოს 316 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქი 276-ე ადგილზეა.
ჯანდაცვის ინდექსი ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხს ისეთი ძირითადი ფაქტორების მიხედვით აფასებს, როგორიცაა სამედიცინო პროფესიონალები, აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ის იძლევა კონკრეტულ ადგილას ხელმისაწვდომი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და რესურსების შეფასებას.
მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჯანდაცვის ინდექსის კოეფიციენტის მქონე ქალაქი ტაივანის ქალაქი კაოჰსიუნია – 89.3, მეორე ადგილზე ტაივანის კიდევ ერთი ქალაქი ტაიპეია – 87.1, ხოლო მესამეზე ტაილანდის ქალაქი ჩიან მაი – 85.0. ევროპაში პირველ 3 ადგილს ნიდერლანდების ქალაქები ინაწილებენ: უტრეხტი (83.6), როტერდამი (83.0) და ჰააგა (82.7).