თბილისის წიგნის დღეებს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია – ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა

ს“ მხარდაჭერით და „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, წელს კითხვის მოყვარულთათვის წიგნის დღეები ჩატარდა. „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეძინათ სასურველი წიგნები და ესარგებლათ სპეციალური შეთავაზებებით.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, წიგნის დღეების ფარგლებში, პავილიონს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.
„საქართველოს ბანკის“ მიერ მოწყობილ სივრცეში, სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ლიტერატურულ გათამაშებებში.
ამასთან, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მათ საყვარელ ავტორებს და დასწრებოდნენ დისკუსიებს ლიტერატურის შესახებ.
წელს „საქართველოს ბანკის“ მიერ მოწვეული სპიკერები ანა კორძაია-სამადაშვილი და ივა ფეზუაშვილი იყვნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ანა კორძაია-სამადაშვილმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრა, ხოლო ივა ფეზუაშვილმა – თანამედროვე ქართულ რომანზე.
„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ წიგნის დღეების გენერალური სპონსორები ვიყავით. გვახარებს ღონისძიებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი და ის ფაქტი, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ კითხვის მოყვარულთა პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრების პროცესში“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე.
დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს