თბილისის ცენტრში მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა – გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს

თბილისის ცენტრში მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა – გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” ხელმძღვანელი დეპუტატი 9 აპრილის თარიღს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობაა შესანარჩუნებელი, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი.
„1989 წლის 9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, საზოგადოების ბრძოლისუნარიანობის სამაგალითო თარიღია.
სიცოცხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა ერის მაღალ ღირსებაზე მეტყველებს. მაშინ მყარად ითქვა, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.
ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა წარსულშიც მუდმივად უწევდა საქართველოს და დღესაც უწევს. ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა ერის მოთხოვნა ,რომ ერთზე დამოკიდებულება მეორით შეცვლილიყო. აქციების ისტორიას თუ გადავხედავთ, თბილისის ცენტრში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა. ერთადერთი გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს.
9 აპრილის მონაპოვარი ვერასოდეს ვერავისზე ვერ დაითმობა! ქვეყნის დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი. სწორედ ამით იქნება მაშინდელი დაღვრილი სისხლი დაფასებული,“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული