თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, რამდენიმე თვეა იტალიური რესტორანი Casa Fiori გაიხსნა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ Casa Fiori-ს ხელმძღვანელმა, ქეთი როხვაძემ ისაუბრა.
“კასა ფიორი” friends4friends.group-ის მეხუთე პროექტია. ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ტიპისა და კონცეფციის გამორჩეულ რესტორნებსა და ბარს აერთიანებს, როგორებიცაა “ვერიკო”, “ქიქოძე ბარი & საუზმე”, “Khinkali by Veriko”, “ლეიზი” და “კასა ფიორი”. კონცეფციიდან გამომდინარე, ყველა რესტორანში სხვადასხვა ტიპის მენიუ აქვთ, თუმცა ყველას მაღალი ხარისხი აერთიანებს.
Casa Fiori იტალიური ესთეტიკის მატარებული რესტორანია, რომელმაც Casa Fiori-ს ხელმძღვანელის თქმით, ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა თქვა და დედაქალაქში ახალი სტილისტიკა შემოიტანა.
ქეთი როხვაძის ინფორმაციით, სივრცის მოწყობაზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ვმუშაობდით ინტერიერსა და ექსტერიერზე. გვინდოდა, თბილისის გულში იტალიური ესთეთიკა შეგვექმნა. ამ სივრცის შესაქმნელად ძალიან დიდი ადამიანური რესურსი ჩაიდო. ყველაფერი ხელით მოხატულია, რასაც დრო და დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება. ასევე, უნდა გვემუშავა მენიუზე, რაზეც რამდენიმე თვე დავხარჯეთ. კერძები არის იტალიური, ტრადიციული, თუმცა ჩვენი ხედვით მომზადებული. ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტებს ვიყენებთ, რომელიც ასევე კერძის ვიზუალსა და გემოვნურ თვისებებზე აისახება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ Casa Fiori-ს აქვს ცალკე რესტორნის და ცალკე ბარის მიმართულება. ანუ, მაშინ, როდესაც რესტორანი იკეტება, ბარი მუშაობას კვლავ აგრძელებს”, – ამბობს ქეთი როხვაძე.
მისივე ინფორმაციით, გახსნის დღიდან ობიექტმა მომხმარებლების დიდი სიყვარული დაიმსახურა და მიუხედავად რთული გარემო პირობებისა, მათი რესტორანი ყველა საღამო სრულად იჯავშნებოდა და როხვაძე ვარაუდობს, რომ მოთხოვნა გაზაფხულსა და ზაფხულში მეტად გაიზრდება.
რაც შეეხება კადრებს, ამ დროისათვის ტურისტული ობიექტი 55 ადამიანს ასაქმებს.
