თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი 10%-ით, ძველი ბინების კი 12%-ით გაიზარდა

თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი 10%-ით, ძველი ბინების კი 12%-ით გაიზარდა
2024 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული, ნათქვამია Colliers Georgia-ს ინფორმაციაში.
„მესამე კვარტალი თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,377 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 14%-ით, 718 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 8%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 10%-ით და 12%-ით გაიზარდა.
2024 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,545 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 25%-ით, 247 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2024 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გაიზარდა 8%-ით გარეუბანში, ხოლო 10%-ით ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 1%-იანი კლება დაფიქსირდა.
მესამე კვარტალში თბილისში ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 11%-ით არის შემცირებული.
2024 წლის მესამე კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 12%-ით და 8%-ით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ