თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე (თბილისის შემოსასვლელი), მეკლდეურების მეშვეობით მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია. აღნიშნული მიმართულებით, ავტოტარნსპორტის მოძრაობა 2025 წლის 17 სექტემბრის12:00 საათიდან შეზღუდული იყო და დროზე ადრე აღდგა“, – ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს