„თბილისის შემოგარენი კვლავ პოპულარულია და დედაქალაქიდან გარკვეული მიგრაცია ხდება“ – RE/MAX Capital

„კვლავ ინარჩუნებს პოპულარობა თბილისის შემოგარენი, გარკვეული მიგრაცია ხდება, არის სეგმენტი, რომელიც ცენტრისკენ გადადის საცხოვრებლად, თუმცა არის სეგმენტი, რომელიც ქალაქთან ახლოს ცხოვრებას არჩევს“- ამის შესახებ, „კომერსანტს“ RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა დირექტორმა მარიამ ასათიანმა უთხრა, მისი თქმით ამ მიმართულებით ორი სეგმენტი გამოირჩევა, ერთი რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა არის შემოსაზღვრული ე.წ. Gated community საერთო კონცეფციით აშენებული კერძო სახლების სამეზობლო და მეორე – ცალკე ინდივიდუალური სახლები.
„ცოტა საკამათოა, რომელი მიმართულება უფრო ბიუჯეტური და პოპულარულია მყიდველისთვის, თუმცა გააჩნია, რომელი დეველოპერის პროექტია, Gated Community-ის შემთხვევაში მყიდველი იბარებს სახლს, რომელიც კომუნიკაციებით არის უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება თვითონ უწევს.
როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება სურს მყიდველს მან არ უნდა შეადაროს მიწის ფასი დასახლებების ფასს, რადგან გარდა კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურული სიკეთეებისა დასახლებებში მცხოვრები სამეზობლოსთან ერთად ბევრ სიკეთეს იზიარებს, იქნება ეს რამე კლუბი, მართული და მოწესრიგებული გარემო, თუ სხვა სერვისი“ – აღნიშნა მარიამ ასათიანმა.