თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 25 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, დაბა ბეთანიას, სოფელი დიდების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯანელიძის, გეთიას, სამრეკლოს და იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ახმეტის, ივერიელის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, ჟორს და არტურ ლაისტის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრის, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, გოძიაშვილის, სააკაძის, გოთუას, დიდგორის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საბურთალოს, ცაგარელის, ბახტრიონის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დვალის, კუპრაძის, სუხიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.