თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 20 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ჭყონდიდელის, ერისთავის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების, ნანეიშვილის, აბაშიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩებისმოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.