22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით, თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება. სამიტს დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
თბილისის ფინანსური სამიტის მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიღებენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტობირჟა – Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი და სხვ.
· გადახედვა სამართალი რა ადგილს დაიკავებდა 7 მილიონი დოლარი, სახლში რომ გქონდეთ რა ადგილს დაიკავებდა 7 მილიონი დოლარი, სახლში რომ გქონდეთ
· ეკონომიკა თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
· გადახედვა ცნობილი ადამიანები “აი, დარდი! მე ხომ ცოცხალი ვარ” — ჰელენ მირენი ასაკის მატებაზე “აი, დარდი! მე ხომ ცოცხალი ვარ” — ჰელენ მირენი ასაკის მატებაზე
· გადახედვა მედიცინა გამოავლინეს დიაბეტის იშვიათი ფორმა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებში ვლინდება გამოავლინეს დიაბეტის იშვიათი ფორმა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებში ვლინდება
· გადახედვა პოლიტიკა პრემია “თავისუფალის” მესამე დაჯილდოებაზე 17 სპექტაკლია წარდგენილი – გამარჯვებულები წლის ბოლოს გამოვლინდებიან პრემია “თავისუფალის” მესამე დაჯილდოებაზე 17 სპექტაკლია წარდგენილი – გამარჯვებულები წლის ბოლოს გამოვლინდებიან
