თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა

დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში უდიდესი სიხარული სუფევს – მართლმადიდებლები უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
რელიგიის საკითხთა საზელმწიფო სააგენტოს ცნობით, საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა.
“საზეიმო წირვას დაესწრო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პატრიარქმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ტაძარში მყოფ მრევლს.ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო: „მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“ – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…