თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს,- აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას.
„დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად, თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ, როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით, აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.
„სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას

ნიკა გვარამია – გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში – „ქართულ ოცნებას“ ვუსურვებ, რომ უმძიმესი შეცდომები დაუშვას