თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება – გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება. გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი, შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. მომიტინგეებს ხელში საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერი უჭირავთ: “გაიფიცე”,
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან შეაჩერონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა უკანონოდ არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას ისე, რომ არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
მომიტინგეებზე ძალადობას გმობს მსხვილი ბიზნესიც. ძალადობასა და რეპრესიებს, უკანონო დაკავებებით, გმობენ ცალკეული ბიზნესმენებიც.