თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები, თსუ-დან მსვლელობით მისულ აქციის სხვა მონაწილეებს ტაშით დახვდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, სათაურით- გაიფიცე”, “შინ ევროპაში”, “ჩვენი ადგილი ევროპაშია”.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებულები, რომლებსაც კორდონი აქვთ გაკეთებული და მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან მისვლას უზღუდავენ.
აქციის მონაწილეები კვლავ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ასევე, მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია