თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები, ლექტორები და პროფესორები კვლავ შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.
როგორც განათლების საკითხების მკვლევარმა, ლელა ჩახაიამ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო დახურულ კარს მიღმა, „მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება“.
„გვერდით რომ გადავდოთ ის, თუ რამდენად მართებულია გადაწყვეტილება, რა შეიძლება მოჰყვეს, ყველა – ლექტორები, სტუდენტები და ასე შემდეგ აფიქსირებენ აზრს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო დახურულ კარს მიღმა. ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა მიიღეს. კვლავ მწირია ინფორმაცია, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ლელა ჩახაიამ.




