თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2023” გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს “ნიღაბი 2023” ტრადიციულად, წელსაც უმასპინძლა.
ფესტივალი, რომელიც „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ იყო ორგანიზებული, 2023 წლის 7 დეკემბერს დაიწყო, მისი საზეიმო დახურვა კი 14 დეკემბერს გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, სტუდენტები მაყურებლის წინაშე წარდგნენ შემდეგი სპექტაკლებით:
· თბილისისსახელმწიფოსამედიცინოუნივერსიტეტისთეატრი„ჰიგია“ – „ოსვენციმი“;
· საქართველოსსაზოგადოებრივსაქმეთაინსტიტუტი GIPA – „სეილემისპროცესი“;
· თბილისისსტუდენტურიდასი„სივრცისთეატრი“ – „ძუნწი“;
· თბილისისსტუდენტურიდასი„არტ-დრონი“-„ობლები“;
· საქართველოსეროვნულიუნივერსიტეტი SEU – „12 განრისხებულიმამაკაცი“;
· სგრიგოლრობაქიძისსახელობისუნივერსიტეტი – „ბრიყვთავახშამი“;
· ვარშავისუნივერსიტეტი (პოლონეთი) – „The Mask”–“Nie Ma Fausta”.
ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასეს კომპეტენტურმა ჟიურის წევრებმა: თავმჯდომარე ეკა მჟავანაძემ. მსახიობებმა: თამუნა ნიკოლაძემ, კახა მიქიაშვილმა, სალომე შარვაძემ, მალხაზ ქვრივიშვილმა, ზუკა პაპუაშვილმა, გუგა ქაცარავამ, ანა ზამბახიძემ და რეჟისორებმა: გიორგი კაშია და ედმონდ მინაშვილმა.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში, 14 დეკემბერს თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი 2023” – ის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე სპეციალური ჯილდოები გადაეცათ:
გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში – „ნიღაბი 2023“- ის აღმოჩენა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
ლუკა აბესაძეს ნომინაციაში – მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი);
ფოტინე ჩილაჩავას ნომინაციაში – ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (არტ-დრონი);
ლაშა მიქაშავიძეს ნომინაციაში – მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (ბათუმის გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
დეა შუკაკიძეს ნომინაციაში – ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი);
ბახვა გელაშვილს ნომინაციაში – მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
ბაჩი ჟულაკაშვილს ნომინაციაში – მონაწილეთა რჩეული (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი);
სალი ხუტაშვილს ნომინაციაში – ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
კრიდტოფ ოლეჯინსკის ნომინაციაში – კაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (ვარშავის უნივერსიტეტი);
ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში – ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
დავით ჯგერენაიას ნომინაციაში – კაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (სივრცის თეატრი);
ვიქტორია ბერანძე ნომინაციაში – ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (სივრცის თეატრი).
ქალაქ თბილისის მერიის რჩეულები გახდნენ: თორნიკე კოპალეიშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) და მოლინა იოსელიანი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
„გოგი თოდაძის საპატიო პრიზის“ გამარჯვებული გახდა დუდუ მოდებაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
ფესტივალის ორგანიზატორის, ASTA-ს რჩეული გახდა რაჟდენ ლაღაძე.
ფესტივალი “ნიღაბი 2023”- ის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა მსახიობი გოგა პიპინაშვილი, რომელმაც მოყვარულ მსახიობებს ჩაუტარა მასტერკლასი და აზიარა ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც, როგორც თვითონ მსახიობმა აღნიშნა, არის რადიკალურად განსხვავებული აქამდე არსებულ სწავლებებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ნიღაბი-2023“ წელს უკვე მეათედ ჩატარდა და ტრადიციული მისი მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.