თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილე ექიმმა, პედიატრმა მაია ხერხეულიძემ აღნიშნა, ეს არ არის პარტიული პროტესტი, არამედ პროტესტია იმაზე, რომ ევროპული გზიდან გადახვევის უფლება არავის არ აქვს.
„[ქუჩაში გამომიყვანა] ძალადობამ, რომელსაც ვხედავთ. ის კადრები და ძალადობა, რაც ვნახეთ, აღმაშფოთებელია. ასეთი მოქცევა საკუთარი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება. არ შეიძლება, რომ ასეთი კადრების ნახვის შემდეგ სახლში იყო და ამას ტელევიზიით უყურო“, – განაცხადა მაია ხერხეულიძემ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 15 დღეა “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა

ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს – თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!