“თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან” – რას წერს “დოიჩე ველე”

“თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან” – ამ სათაურის ქვეშ ანალიტიკურ სტატიას “დოიჩე ველე” აქვეყნებს.
სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია მოსახლოებას ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით აშინებს, ხან ომით.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ, “ქართული ოცნება” მზადაა, ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს, არც მოქალაქეების დაშინებაზე იხევს უკან.
“დოიჩე ველე” აკეთებს დაშვებას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ასეთ შემთხვევაში, გამოცემა არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს კრემლის თანამგზავრი.
პუბლიკაციის ბოლოს სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ საქართველო მალე გადაიქცევა იმ ტიპის ქვეყნად, როგორიც ა, რადგან საქართველოში უკვე იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლება.