თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე 7 ნოემბრის საქმე განიხილება, რომელზეც ექსპრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
საუბარია 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდებაზე. თავად სააკაშვილი სხდომას ონლაინ თავისივე გადაწყვეტილებით არ ერთვება.

ექსპრეზიდენტის წერილი სხდომათა დარბაზში მოსამართლემ წაიკითხა, თუმცა სააკაშვილი გადაწყვეტილებას არ განმარტავს. პროცესი ბრალდების მხარეების მოწმეების გამოკითხვით მიმდინარეობს.
დღეს პროკურატურას 3 დაზარალებული ჰყავს წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის