თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს როგორც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას, ისე ჯუანშერ ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს როგორც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის, ისე ჯუანშერ ბურჭულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
უფრო კონკრეტულად, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. სახელმწიფო ბრალდება აპირებს მოსამართლეს მის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეებს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ერთ სხდომაზე იმსჯელებს. აღნიშნული პროცესიც 18:00 საათზე უნდა გაიმართოს. პროკურატურა აპირებს, ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს შეფარდება მოითხოვოს.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.
მასთან ერთად დაკავებულ პოლიტიკოსს, მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?