თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანის, ევა შაშვიაშვილის და დავით სტურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების: თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანის, ევა შაშვიაშვილის და დავით სტურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ადვოკატებმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, არ აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მათ იმ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება, რომ სწორედ ლელა მარიდაშვილმა შეუფარდა პატიმრობა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, სა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებას სთავაზობს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. -ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.