საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმე, რომელიც სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დასკვნით ეტაპზეა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროცესს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
