თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების – დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების – დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაკავებულებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, სასამართლოში ჩვენებებს მოწმეები მისცემენ. მათ შორის, ერთ-ერთი ექსპერტ-ქიმიკოსია.
პროცესს ესწრება ორივე ბრალდებული.
ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთის საელჩოს საქციელი ჰგავს ბავშვის საქციელს, რომელიც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს, რომ ეუბნებიან, „რა გაქვს მუჭში, არაფერიო“ – ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან, სინამდვილეში ფეხში ისვრიან და იზიანებენ საკუთარ თავს