თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო.
ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრალდების მხარეს მიმართა.
„ბატონ ვაჟა თოდუას წლები ვეუბნებოდი, რომ მათი გენერალური პროკურორი კრიმინალი იყო… დიდი ავტორიტეტი თუ არ გექნებათ, ნუ გაგიკვირდებათ, ბრალი წარდგენილი არ გაქვთ იმისთვის, ვისაც ემორჩილებოდით?”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ, რის შემდეგაც, მას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სიტყვა შეაწყვეტინა.
„ჩამოართვით მიკროფონი, აქეთ მესაუბრეთ, თუ შეიძლება, მეცით პატივი”,- მიმართა ადვოკატს მოსამართლემ.
აღნიშნულის შემდეგ, პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა პოზიცია დააფიქსირა და მხარეს პატივისცემისკენ მოუწოდა.
„არ გაბედოთ, ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებზე და მის თვალში ავტორიტეტებზე საუბარი. მხარეები მტკიცებულებებს ვიკვლევთ და ჩარჩოებში ჩაჯექით! “, – განაცხადა ბეჟუაშვილმა, რის შემდეგაც, კვლავ თუთბერიძემ გააკეთა განმარტება.
„როგორც ჩანს არასწორად გაიგეთ, პიროვნული შეურაცხყოფა არ მომიყენებია. თუმცა, თქვენი ინსტიტუციის ავტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე, რომ აგენტი, დამნაშავე გენერალური პროკურორი გყავდათ და ემორჩილებოდით. ინსტიტუციური ავტორიტეტი ჩემს თვალში დაბალია, არ მგონია, რომ ეს უნდა გიკვირდეთ. თუმცა, აქვე პიროვნულ პატივისცემას გიდასტურებთ და წარმატებებს გისურვებთ, ინსტიტუციურ პატივისცემას კი დამსახურება სჭირდება”,- განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს