თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 18 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 18 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებული პოლიციელს თავს დაესხა მათ შორის, დანის გამოყენებით.
ხინთიბიძის თქმით, საქმეზე ვიდეომასალაა მოპოვებული, სადაც ჩანს, თუ როგორ მირბის დანით და პოლიციელს თავს როგორ ესხმის.
პროკურორის თქმით, ეს ქმედება მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენდა სხვა პირების მიმართაც.
ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც, მათივე თქმით, სასამართლომ საბა ჯიქიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენოს.
ცნობისთვის, საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.