თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, 19 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომის დაწყებისას ადვოკატმა ახალი შუამდგომლობა დააყენა, დასაკითხ პირთა სიაში, 2 ადამიანის დამატებასთან დაკავშირებით. ასევე, ადვოკატმა ახალი ვიდეო მტკიცებულებაც წარადგინა, რომელშიც მისივე შეფასებით, 2024 წლის 1 დეკემბერს აქციის ვითარებას ასახავს. თუმცა მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის განცხადებით, ის შუამდგომლობაზე პასუხს შემდეგ სხდომაზე გასცემს.
ასევე სხდომას ესწრება თავად ბრალდებული საბა ჯიქია.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა.
ჯიქიას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია