თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ერთი მოწმე – ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი ჰყავს წარმოდგენილი. მან საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერს ჩაუტარა ექსპერტიზა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!