თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესო თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საქმე დასკვნით ეტაპზეა და დღეს სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, დარბაზში იმყოფება ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშიაც.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.