თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოქალაქეებსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ბრალდებულ გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესს ელოდნენ.
მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაუშვეს, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.
ამ წუთებში გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.
შესაბამის ვიდეოკადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს