თბილისის საქალაქო სასამართლოში ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას იშუამდგომლებს.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ხაბეიშვილიც.
ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.