თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხვა მიმდინარეობს.
მას გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.
ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილი საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს