თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომას, თავად ბრალდებული რომეო მიქაუტაძეც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი, რომეო მიქაუტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელებს.
როგორც რომეო მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამიტომ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
თავის მხრივ, პროკურატურა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ბრალდებული მიიმალოს, მტკიცებულებები გაანადგუროს, ან მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რის საფუძველზეც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები