თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა – მიზეზი, სავარაუდოდ, ბომბის არსებობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში ბომბთან დაკავშირებით განხორციელდა ზარი.
ამ წუთისთვის სასამართლოში ყველა სასამართლო პროცესი შეჩერებულია. სასამართლოს შესასვლელი ჭიშკარი ჩაკეტილია. ადგილზე სამართალდამცავი და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.
სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატების ნაწილი აღნიშნულს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გელა უძილაურის საქმეს უკავშირებენ. აღნიშნულ საქმის განხილვაზე, ვიდრე ბომბის შესახებ შეტყობინება განხორციელდებოდა, შესვენება იყო გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)