თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ და დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.
ასევე, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა.
