თბილისის საქალაქო სასამართლოში გამნაღმველებმა და კინოლოგებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც პროცესები განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, სასამართლო პროცესები განახლდა.
მას შემდეგ რაც, გამნაღმველებმა და კინოლოგებმა დაასრულეს მუშაობა, მოქალაქეებს შენობაში შესვლის ნებართვა მისცეს.
ამ წუთებში ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ჩვენებას საქმის მთავარი გამომძიებელი მისცემს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სავარაუდოდ, ზარი განხორციელდა ბომბთან დაკავშირებით.
აღნიშნულ მომენტში გელა უძილაურის საქმეზე შესვენება იყო გამოცხადებული. ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა, უძილაურის პროცესის დროს ბომბთან დაკავშირებით შეტყობინება განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)