თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ანტონ ჩეჩინის ცოლი მანანა (მანჩო) სამხარაძე დაიკითხება.
მანჩო სამხარაძის ცნობით, მათი საცხოვრებელი კორპუსის გარშემო ყველგან არის გარე კამერები, თუმცა პოლიციამ ანტონ ჩეჩინი ისეთ ადგილას დააკავა, სადაც კამერა არ იყო.
მისივე თქმით, ის სასამართლოს მოუყვება, როგორ დააკავეს ანტონ ჩეჩინი ასევე 18 ნოემბერს და შემდეგ როგორ უთვალთვალებდნენ 2 კვირის განმავლობაში.
ანტონი დაიჭირეს ზუსტად მეორე სადარბაზოსთან, სადაც კამერა არ იყო და ეს გააკეთეს რა თქმა უნდა სპეციალურად. სწრაფად ჩასვეს ანტონი მანქანაში, ხალხმა ვერაფერი გაიგო საერთოდ, ასევე გამვლელები ჩვეულებრივად მოძრაობდნენ, შეეძლოთ ნებისმიერი მათგანი გაეჩერებინათ და ეთხოვათ, რომ ჩხრეკას დასწრებოდნენ, თუმცა ჩანს, რომ ყველაფერი უკანონოდ იყო. მე ასევე ვუამბობ სასამართლოს, თუ როგორ დააკავეს ის ასევე 18 ნოემბერს და შემდეგ როგორ უთვალთვალებდნენ 2 კვირის განმავლობაში, რაც პირდაპირ დამიდასტურა კუპრავამ,” – განაცხადა მან.
ანტონ ჩეიჩინის უფლებადამცველის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ანტონ ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების მომხრეა, ან უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენასა და შენახვას.
პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ნეიტრალური მტკიცებულება. რომელიც დაადასტურებდა პროკურატურის ვერსიას, რომ თითქოსდა ანტონ ჩეჩინი არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და მეორე, რომ ის უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენასა და შენახვას. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ელფერი დაკრავს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, თავად ანტონისთვისაც ცნობილი არის, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლო მის მიმართ არ გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ერთადერთი და სამართლიანი, ვგულისხმობ გამამართლებელ განაჩენს,” – ამბობს გორგი ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს, ბევრი ინფორმაცია მაქვს თბილისის პრობლემების შესახებ, გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ – ჩვენ და „ლელო“ მერობის კანდიდატის საკითხზე არ დავიწყებთ კინკლაობას