თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.
თავად პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონი არ დაურღვევია.
„მოლოდინი როგორიც მაქვს, გასაგებია. როგორი განაჩენიც ყველას მიმართ დგება, ისეთი იქნება ჩემს მიმართაც, შეიძლება უფრო მკაცრიც. პოლიცია თვითონ მონაწილეობდა ქუჩის გადაკეტვაში, ქუჩაში ვიდექი, როცა უკვე გადაკეტილი იყო, მაშინ მივედი. შესაბამისად, ჩემთან არავინ მოსულა გასაფრთხილებლად, რომ გამზირი დამეტოვებინა, რადგან საკმარისზე მეტი ხალხი იყო გზის გადასაკეტად და პროტესტის გამოსახატად“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.