თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მედიის გადამღებ ჯგუფებს დღესაც არ უშვებენ. შენობაში ვერცერთი ჟურნალისტი ფოტო აპარატით, კამერით ვერ შევა და პროფესიულ საქმიანობას შენობიდან ვერ განახორციელებს.
რაც შეეხება ზოგადად პროცესის გადაღებას, მასზე ნებართვას სასამართლო დაწერილი განცხადებებიდან მხოლოდ ერთ მედია საშუალებას აძლევს და ეს უმეტესს შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელია, რადგან მედია ორგანიზაციას ეს უპირატესობა კანონით აქვს მინიჭებული.
სასამართლოში კამერებით და ფოტო აპარატურით შესვლის აკრძალვა, გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიის დაწყებამდე დაწესდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, ეს აკრძალვა დროებითია, თუ ამას მუდმივი სახე ექნება.
