თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაურია. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთი მოქალაქე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილიდან გაიყვანეს. გარდა ამისა, ისინი ატოვებინებენ მოქალაქეებს შენობას.
პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი ესწრება.
ამასთან, სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს ეზოში ასევე იმყოფებიან მათე დევიძის მხარდამჭერები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაჩო სანჩეს ამორი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, საბავშვო ისტორიაა, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი – ნამდვილი ჟურნალისტიკა ერთადერთი გზაა რეჟიმების ფანტაზიების წინააღმდეგ