თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ დაკავებულ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ჩვენი მეგობრის, კოლეგის, რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის მხარდაჭერის მიზნით, არამედ უკანონოდ დაკავებული 52 პირის მხარდაჭერის მიზნით, რომ სასამართლოს, მოძალადე ხელისუფლებას ვუთხრათ, შეწყვიტონ ძალადობა იმიტომ, რომ ძალადობის ყოველი ახალი ტალღა წინააღმდეგობის ახალ ტალღას გამოიწვევს. ჩვენ ვიდგებით ყოველი უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის გვერდით. ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე, ამიტომაც არ დავიღლებით. თუკი იწყება ტერორის ახალ რაუნდი, მაშინ ბევრად ეფექტური წინააღმდეგობის ახალი რაუნდიც დაიწყება. საზოგადოებას კი მივმართავთ და ვთხოვთ მხნეობას, მხარდაჭერასა და სოლიდარობას. წინააღმდეგობა აუცილებლად გაგრძელდება“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის ირინა ჟორდანიას განცხადებით, საქართველოში ძალადობის ნორმალიზება ვერ მოხდება.
„დღეს ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სასამართლოს მხრიდან უკანონობის დაკანონება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნორმალიზება. ჩვენ ამას არ შევეგუებით და წინააღმდეგობა გაგრძელდება. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულს“,-განაცხადა ირინა ჟორდანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია