თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
დაცვის მხარემ მოსთხოვა პატიმრობის გაუქმება, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობაში ედება ბრალი (სსკ-ის 366-ე მუხლის 2-ე ნაწილი), რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მელია 29 მაისს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მან მოსამართლეს სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა, რის შემდეგაც პატიმრობა შეეფარდა.