თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.
მანამდე მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა მტკიცებულებების დართვის თაობაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომლებიც ს, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და ს საჯარო განცხადებებს გულისხმობს, საქმეს არ დაერთო.
რაც შეეხება, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მოსამართლის გადაწყვეტილებითვე ისინი სრულად დაერთო საქმეს.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.