თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში საიას იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს.
როგორც იურისტმა განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქათამაძისთვის საემიგრაციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე -ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო და მისი დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
მისივე თქმით, თემურ ქათამაძესთან მიმართებით სასამართლოს მან ალტერნატიული ზომების გამოყენებას შესთავაზა, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოში კვირაში ორჯერ გამოცხადება ან გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა სასამართლომ მაინც მიგრაციის დეპარტამენტს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამით თემურ ქათამაძის დაკავება გაახანგრძლივა. იურისტის განმარტებით, თემურ ქათამაძე მის პატიმრობას აქციებში აქტიურ ჩართულობას უკავშირებს.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას